თავში

ადვოკატი: ამირხანაშვილი დიდუბეში დაუდგენელ პირთან შეხვედრაზე არ საუბრობს

ადვოკატი: ამირხანაშვილი დიდუბეში დაუდგენელ პირთან შეხვედრაზე არ საუბრობს
ადვოკატი: ამირხანაშვილი დიდუბეში დაუდგენელ პირთან შეხვედრაზე არ საუბრობს

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის განცხადებით, გავრცელებული ვერსია, თითქოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ავთანდილ ბილანიშვილთან, იგივე "კაწროსთან" ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ვასილ მამულაშვილი განმარტავს, ამირხანაშვილი საკუთარ ჩვენებებში დიდუბეში დაუდგენელ პირთან შეხვედრაზე არ საუბრობს.

"ამირხანაშვილის 4 გამოკითხვის ოქმია, ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დიდუბეში დატოვეს, ის კერძო ტაქსიში განთავსდა და იქიდან განახორციელა კონკრეტულ პიროვნებებთან ზარი. ამ ნაწილში შესაძლოა, ის ცრუ ჩვენებას არ იძლევა, რადგან შესაძლოა, მართლა ჩაჯდა ტაქსიში და ამით გადაადგილდა. აქ მთავარი ისაა, თუ როდის წავიდა ტაქსით, მანამდე შეხვდა ვინმეს, თუ შემდეგ. კითხვები ამირხანაშვილთან უნდა დაისვას, მათ შორის, თუ ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მცხეთის გამოსასვლელში არის ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური, საიდანაც გამოძიების მიერ ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოღებულია. ჩვენ გავშიფრეთ ეს ჩანაწერები და ის მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში კადრებში ჩანს, არაგვის ხიდის ტერიტორიაზე არ მოძრაობს. ეს მსჯელობები მხოლოდ ვარაუდია," - აცხადებს მამულაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system