თავში

ადვოკატი: ამირხანაშვილმა დარიგებული ბავშვივით ჩამოაყალიბა პროკურატურის პოზიცია

ადვოკატი: ამირხანაშვილმა დარიგებული ბავშვივით ჩამოაყალიბა
ადვოკატი: ამირხანაშვილმა დარიგებული ბავშვივით ჩამოაყალიბა პროკურატურის პოზიცია

გურამ ამირხანაშვილი ადვოკატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხობდა, რომ არ ახსოვდა, - ამის შესახებ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამირხანაშვილმა სასამართლოსთვის მიცემულ დღევანდელ ჩვენებაში პროკურატურის პოზიცია კარგად ნასწავლი ბავშვივით ჩამოაყალიბა.

„როგორც ახვლედიანმა, ისე ამირხანაშვილმაც, ის სხვაობები, რაც მათ წინა ჩვენებებში ჰქონდათ, ზუსტად ერთი და იგივე წინადადებებით განმარტეს, რომ სტრესში იყვნენ და მაშინ ვერ იხსენებდნენ და ბოლო ჩვენებაში გაიხსენეს, რა იყო ჭეშმარიტება. ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე ამირხანაშვილი აცხადებდა, რომ "არ ახსოვდა", " არ იცოდა". ის ინფორმაცია, რაც სასამართლოს მიაწოდა, არცერთ ჩვენებაში არ აქვს ნათქვამი.

მისი ეს ჩვენება მთლიანად ის პოზიციაა, რასაც ბრალდების მხარე აჟღერებს. პროკურატურის კითხვებზე, დარიგებული, კარგად ნასწავლი ბავშვივით ჩამოაყალიბა თავისი ჩვენება, ხოლო ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე აცხადებდა, რომ „არ ახსოვს". ეს გარეშე პირს რომ ენახა, აღშფოთდებოდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მართლმსაჯულება", 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system