თავში

ადვოკატი: არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შაქარაშვილთან ნიკოლოზ რევაზიშვილის შემხებლობას დაადასტურებდა

ადვოკატი: არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შაქარაშვილთან
ადვოკატი: არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შაქარაშვილთან ნიკოლოზ რევაზიშვილის შემხებლობას დაადასტურებდა

გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

მხარეები დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების ნუსხას წარადგენენ.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი, შოთა კახიძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ 12 ტომში, არ არის მტკიცებულება, რომელიც შაქარაშვილთან ნიკოლოზ რევაზიშვილის შემხებლობას დაადასტურებდა.  

„დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარის მიერ, დაყენებული იქნა შუამდგომლობა, მოსამართლის აცილების თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს და თავისი არსით, ის უკვე პოლიტიკურია. სასამართლო და პროკურატურა, ხელისუფლების ხელში არის პოლიტიკური იარაღი და გადაწყვეტილებაც იქნება იმგვარი, როგორიც იქნება პოლიტიკური ნება.  ბრალდების მხარემ დღევანდელ სხდომაზე 12 ტომი წარმოადგინა. ამ 12 ტომში ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ჩემი დასაცავი პირის, ნიკოლოზ რევაზიშვილის რაიმე სახის შემხებლობას დაადასტურებდა. შესაბამისად, სხდომაზე გვექნება შუამდგომლობა ნიკოლოზ რევაზიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდოჩანაწერების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობა არ გვექნება. მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ პატიმრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა ხდებოდა, არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგადაც დასტურდება კონკრეტული ბრალდებულების უდანაშაულობა. ჩანაწერების საუბრის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ მათ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან რაიმე სახის შემხებლობა არ ჰქონიათ. ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებში კობა ჩიტიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის საუბარი არ შეესაბამება კობა ჩიტიძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას,“ – განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system