თავში

ადვოკატი: არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, როგორ განხორციელდა მკვლელობა

ადვოკატი: არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, როგორ განხორციელდა მკვლელობა
ადვოკატი: არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, როგორ განხორციელდა მკვლელობა

"საქმის ახალ მასალებში ამირხანაშვილი არის გამოკითხული დამატებით, ეს მისი მეხუთე ჩვენებაა, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება და არ შეესაბამება მის წინა ჩვენებებს. ლოგიკურია, რომ მას სხვაგვარად არ გამოკითხვადნენ. ამირხანაშვილი უარყოფს იმ ფაქტებს რომლის ირგვლივაც ის გამოიკითხა. ეს არათუ დეტალების დაზუსტება, არამედ ჩვენების შეცვლაა," - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატნა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმის ახალ მასალებში ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაცაა, რომელიც მისი წინა ჩვენებებისგან რადიკალურად განსხვავდება.

"პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაცვის მხარემ არ ითანამშრომლოს მედიასთან, საზოგადოებასთან და არ მიაწოდოს ინფორმაცია, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დაამძიმეს ბრალდება. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ.-ს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან, არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, როგორ განხორციელდა ძალადობა და მკვლელობა შაქარაშვილთან მიმართებით. პროკურატურამ ზუსტად ამიტომ მიმართა ამ ხრიკს, რომ ვერ გაიგოთ ინფორმაცია, რის საფუძელზეც მოახდინეს ბრალის დამძიმება", - განაცხადა გელხაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system