თავში

ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, მითითებებიც იყოს საქმის დასასრულისკენ

ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, მითითებებიც იყოს საქმის დასასრულისკენ
ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, მითითებებიც იყოს საქმის დასასრულისკენ

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად, ხვალ, 16 დეკემბერს, თბილისის პროკურატურაში საქმეზე დასკვნების გასაცნობად მივა. 

როგორც report.ge-ს ოჯახის ადვოკატმა განუცხადა, შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს.

როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

,,ქალბატონ თეონას დაურეკეს და მან დაგვირეკა ჩვენ, ცოტა გასაკვირი კი იყო, ადვოკატებმა არც ვიცოდით. მისთვის უთქვამთ, რომ გაგაცნობთ ექსპერტიზის დასკვნას და გაგესაუბრებითო. სასაუბრო ბევრია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პატარა მითითებებიც იყოს, საქმის დასასრულისკენ, 115-ე მუხლით. ისევ და ისევ თვითმკვლელობა. არაფერი ცვლილებები და მოთხოვნები მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებისკენ არ გაუკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არსებობს, მაგრამ ხომ იცით, დამნაშავეს რომ ხელს აფარებ, თვითონ დამნაშავე ხარ. 

თან უკვე არჩევნებიც დასრულდა. აქამდე, თითქოსდა, გამოძიება მიმდინარეობდა. შესაბამისად, არ არის მტკიცებულებები, გარდა იმისა, მტკიცდება რომ ამ ბავშვს ეს წამლები არ შეუსყიდია, არც ოჯახის წევრებს. აბა საიდან გაჩნდა. მაგასაც არ კითხულობენ, არ იძიებენ არაფერს. ეს იმის მანიშნებელია, რომ დიდად დაინტერესებული არიან უკვე რიგითმა გამომძიებლებმა და პროკურორებმა შეასრულონ, ის რასაც დაავალებენ. ექსპერტიზის დასკვნაც არის პირდაპირ მითითებებით შესრულებული და ეყრდნობა ისეთ ჩვენებებს, რომელიც მრავალჯერ შეიცვალა და ეს ყველაფერი აბსურდია", - განუცხადა report.ge-ს ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში ხვალ, 17:00 საათზე მივა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system