თავში

ადვოკატი: არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

ადვოკატი: არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები
ადვოკატი: არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ქ.ხ-ს ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში გურამ ამირხანაშვილის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არსებობს. მისი თქმით, მხარეებს გადაეცათ ვიდეო-კადრები, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. 

"ჩვენ გვიან ღამით გადმოგვეცა მტკიცებულებები, ფაქტობრივად დაცვის მხარეს არ მოგვეცა საშუალება იმის, რომ სათანადოდ მომვზადებულიყავით პირველი სხდომისთვიდ.

რაც შეეხება ჩვენებებს და საქმის მასალებს, ეს არის საკმაოდ მოზრდილი ტომი.

არცერთი მოწმე არ საუბრობს რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი პირი, რომელიმე კონფლიქტში იღებდა მონაწილეობას, არცერთი მოწმე არ საუბრობს, რომ მან ვინმეს მიაყენა შეურაცხყოფა.

ასევე ჩვენ გადმოგვეცა კადრები, სადაც მითითებული არის ბრალდების მხარის მითითებით, რომ იყო ძალადობა. არცერთ კადრში არ ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო ჩართული რაიმე სახის კონფლიქტში და იყო ძალადობა. მე ახლა ხელთ მაქვს გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოთხი ოქმი.

აქ არის გამოკითხვის ოქმი სადაც ამირხანაშვილი საუბრობს რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც შეხვდნენ მცხეთასთან ხიდთან.

არის მეორე ჩვენება სადაც საუბრობს რომ მის მიმართ არანაირ იძულებას ადგილი არ ქონია, იგი იძულების წესით არ წაუყვანიათ.

მას ქონდა შეთავაზება, რომ მას შეეძლო დარჩენა. არსებობს ამირხანაშვილის არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება.რატომ დაუჯერა პროკურატურამ იმ ჩვენებას სადაც ამბობს რომ იძულების წესით წაიყვანეს? არსად არ საუბრობს, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენეს მას მანქანაში,ან ვინმე მას ფიზიკურად გაუსწორდა. სად არის აქ თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სად გადის ზღვარი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ქუჩაში არ დატოვებას შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ არასრულწლოვნის ინტერესს", - აცხადებს report.ge-თან საუბრისას გიორგი გელხაური

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system