თავში

ადვოკატი: ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე

ადვოკატი: ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე
ადვოკატი: ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მედიკამენტები, რომელიც გარდაცვლილის ავტომობილიდან ამოიღეს, ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით, ბევრი კითხვა აქვს.

„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. ჩემი თანდასწრებით ხდება ყველა ნივთის ადგილმდებარეობის, ყველა იმ კვალის ამოღება და დალუქვა, წამლების, რაც იქნა ამოღებული, რაც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია, ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის. თვითონ ცხედრის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა, სახლიდან მოშორებით ყოფნა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან 5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system