თავში

ადვოკატი: ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს პროკურატურის ვერსიას

ადვოკატი: ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირ
ადვოკატი: ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს პროკურატურის ვერსიას

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, შოთა კახიძე Report.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ექსპერტიზის ახალი დასკვნა მთლიანად ცვლის არსებულ მდგომარეობას და თავდაყირა აყენებს პროკურატურის ვერსიას. 

მისი თქმით, ვასილ მახარაძე ავტომობილში მარტო არ იჯდა და ამას ჩვენებები და ვიდეო-ექსპერტიზაც ადასტურებს. 

"ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ "ტოიოტა ქამრის" წინა ორივე კარი იღება. შესაბამისად, ერთი ადამიანი ამას ვერ მოახერხებდა. ვასილ მახარაძე ავტომობილის მოსატრიალებლად მარტო არ დაბრუნებულა, რასაც ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო კამერა. ექსპერტიზის ეს დასკვნა ბრალდების მხარის ისედაც აბსურდულ ვერსიას თავდაყირა აყენებს", - აცხადებს შოთა კახიძე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მხარემ, გუშინ, სასამართლო სხდომაზე ვიდეო-ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system