თავში

ადვოკატი: გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე ინფორმაცია გვარამიას სუს-ისგან ჰქონდა

ადვოკატი: გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე ინფორმაცია გვარამიას სუს-ისგან ჰქონდა
ადვოკატი: გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე ინფორმაცია გვარამიას სუს-ისგან ჰქონდა

კითხვაზე, თუკი, ნიკა გვარამიასთვის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ცნობილი იყო, რატომ არ აცნობა მან საგამოძიებო ორგანოს, ადვოკატი პასუხობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სუს-ისგან ჰქონდა.

დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, გვარამიას ეს ინფორმაცია უწყებიდან კონფიდენციალურად მიაწოდეს. 

„ნიკა გვარამიას განცხადებას თუ ყურადღებით მოისმენდით, ნახავდით, რომ ნიკა გვარამიამ ინფორმაცია თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო, კონფიდენციალურად მოხდა ინფორმაციის მიწოდება, შესბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ ამ საქმეზე სუს-ი მუშაობდა. ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული, ინფორმაცია შეატყობინო იმ უწყებას, რომელმაც აქეთ შეატყობინა ნიკა გვარამიას, რომ ასეთი რამ იგეგმებოდა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system