თავში

ადვოკატი: "კაწრომ" თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა

ადვოკატი: "კაწრომ" თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა
ადვოკატი: კაწრომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა დაადგინა, რომელიც დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. 

ადვოკატის თქმით, ბილანიშვილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გავრცელებულ კადრებში ის არ ფიგურირებს. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ ავთანდილ ბილანშვილს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებს. 

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქოებრივი ვალი, მედიის მიერ გავრცელებული იმ ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, ის გამოცხადდა სამინისტროში, გამოძიებას წარუდგინა ყველა მტკიცებულება - ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, არამედ იმყოფებოდა თაავის უბანში, ის დროის იმ მონაკვეთში საერთოდ არ გასულა უბნიდან...

ბილანიშვილი არცერთს არ იცნობს, არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი, ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა იმაში, რომ იქ არ ყოფილა" - განაცხადა ადვოკატმა. 

მისი თქმით, პიროვნება, რომელიც კადრებში ჩანს, უკვე იდენტიფიცირებულია და ის ამ წუთებში საგამოძიებო ორგანოში იმყოფება გამოკითხვაზე. 

"გამომძიებლებმა დაადგინეს ის პირი, ე.წ თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც „მთავარი არხი“ ამბობდა, რომ ეს არის „კაწრო“ და ის ზუსტად ამ წუთებში იმყოფება აქ. მისი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია. ეს პიროვნება ცუდ დროს მოხვდა იქ და ახლა ისიც გამოიკითხება" - განაცხადა აბესაძემ.

თავად ბილანიშვილმა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყების კითხვებს დაახლოებით, 5 საათი პასუხობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარეს.

ცნობისთვის, გუშინ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს.

კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი გადმოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული პირი სწორედ ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system