თავში

ადვოკატი: მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა

ადვოკატი: მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა
ადვოკატი: მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაგრძელდება. 

დღევანდელ პროცესზე ხუთი არასრულწლოვანი დაიკითხება, სხდომას დაესწრებიან სრულწლოვანი ბრალდებულებიც. 

საქმეზე ბრადლებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის, განცხადებით, მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს აქვს, თუმცა არასრულწლოვნები სასამართლოს მიაწვდიან ყველა ინფორმაციას, რაც მათ უდანაშაულობას დაამტკიცებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ მტკიცების ტვირთი მთლიანად ეკისრება ბრალდების მხარეს, არასრულწლოვნები მზად არიან გასცენ პასუხი ყველა კითხვას. იმედი მაქვს, მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სასამართლო სრულად გაითვალისწინებს, რადგან ბრალად შერაცხული ქმედება ვერც ერთ ბრალდებულზე ვერ დასტურდება. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, მისცენ ჩვენება სასამართლოს და დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა," - განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system