თავში

ადვოკატი: ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება არ გათქვას წყარო

ადვოკატი: ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება არ გათქ
ადვოკატი: ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება არ გათქვას წყარო

"ნიკა გვარამიას როგორც ჟურნალისტს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უფლებას აძლევს, რომ არ გათქვას წყარო, თუ საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია", - ამის შესახებ ნიკა გვარამის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლისვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დაკითხვა უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის საქმეს. 

მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. შესაბამისად, არც პოზიციები არ გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ამ დრომდე არ ვიცით, რა კითხვები იარსებებს და პასუხები დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა კითხვები დაისმება. შემიძლია, გითხრათ ის, რომ ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს, აქვს უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომ არ გათქვას წყარო თუ საიდან მიიღო მან კონფიდენციალური ინფორმაცია. რამდენად ისარგებლებს ამ უფლებით ეს არ ვიცი, დამოუკიდებული იქნება იმაზე თუ კონკრეტულად რა კითხვები იქნება დასმული“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა დაკითხვამდე.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system