თავში

ადვოკატი: პროკურატურამ აღიარა, რომ მტკიცებულებები არ აქვს

ადვოკატი: პროკურატურამ აღიარა, რომ მტკიცებულებები არ აქვს
ადვოკატი: პროკურატურამ აღიარა, რომ მტკიცებულებები არ აქვს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებითი სასამართლო განხილვის პირველი სხდომა გაიმართა.

მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ, თუმცა აღნიშნული სასამართლო პროცესი 15 ოქტომბრამდე გადაიდო.

ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა მოუმზადებელი მოვიდა და შესავალ სიტყვაში ვერ ისაუბრა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე.

"ბრალდების მხარემ დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში  ფაქტობრივად მხოლოდ წაიკითხა ბრალის დადგენილება. შემდეგ გამოხატა თავისი პოზიცია, თუმცა საერთოდ არ ისაუბრა და ვერ ისაუბრა მნიშვნელოვან ნაწილზე, სადაც ბრალდება ამბობს, რომ მაგალთად შემოუარეს, დახვდნენ, იძალადეს და ა.შ. ესენი საერთოდ ვერ ისაუბრეს. ფაქტობრივად, თვითონ აღიარეს, რომ მოვიდნენ მტკიცებულებების გარეშე. რეალურად არც გაგვკვირვებია, რადგან რასაც პროკურატურა ამტკიცებს არ მომხდარა და შესაბამისად ვერც მტკიცებულება იარსებებს," - განუცხადა Report.ge-ს ვასილ მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system