თავში

ადვოკატი: პროცესების მიზანი ნიკა მელიას განეიტრალებაა

ადვოკატი: პროცესების მიზანი ნიკა მელიას განეიტრალებაა
ადვოკატი:  პროცესების მიზანი ნიკა მელიას განეიტრალებაა

"ნიკა მელიას მიმართ არსებული პროცესების ერთადერთი რეალური მიზანია, მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის განეიტრალება", - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბრალდებულ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

,,ახლა ბრალდებამ შეცვალა სტრატეგია და მოწმედ დღევანდელ პროცესზე ჰყავს სამი პირი. აქედან ორი მოწმე პოლიციელია და მათ თითქოს გაიგეს, როგორ გეგმავდა გადატრიალებას მელია, რაც აბსურდია", - აღნიშნა უფლებადამცველმა. 

საქმის პროკურორი დავით ნეფარიძე აცხადებს, რომ მოწმეებმა, რომლებიც ბრალდების მხარეს პროცესებზე მიჰყავს, ნიკა მელიას მხრიდან, აქციაზე, პარლამენტში შესვლისკენ მოწოდება გაიგონეს. 

,,დღეს დაიკითხება 3 მოწმე, აქედან ორი სამართალდამცველია და ერთი სამოქალაქო პირი. სამართალდამცველები იმ დღეს იცავდნენ პარლამენტის პერიმეტრს და მოქალაქე, მიმდინარე აქციაზე გამოხატავდა საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას. ეს მოწმე ამბობს, რომ მან აქციაზე გაიგონა ნიკა მელიას მოწოდება - "მშვიდობიანად, აწეული ხელებით შევდივართ პარლამენტში", რასაც მოჰყვა ძალადობრივი პროცესები და ადამიანების დაზიანება", - განაცხადა პროკურორმა. 

20 ივნისის საქმეზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system