თავში

ადვოკატი: პროცესზე დასწრების სურვილი არ მაქვს

ადვოკატი: პროცესზე დასწრების სურვილი არ მაქვს
ადვოკატი: პროცესზე დასწრების სურვილი არ მაქვს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული 6 არასრულწლოვნის სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს გაიმართება.

როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ლ.შ.-ს ადვოკატი განმარტავს, დღევანდელ პროცესზე სოცმუშაკის ინდივიდუალური შეფასების წარმოდგენის შემდეგ, მოსამართლემ მსჯავრდებულების სასჯელის სახე და ზომა უნდა განსაზღვროს.

"ჩანიშნულია სასამართლო სხდომა, სადაც უნდა განისაზღვროს სასჯელის სახე და ზომა. პროცესზე, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად სოცმუშაკის მიერ, ინდივიდუალური შეფასებაც იქნება წარმოდგენილი. პროცესზე დასწრების სურვილი არ მაქვს ნამდვილად იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც იქნა გამოცხადებული. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ საბოლოო ჯამში ეს მუხლი ძალაში არ დარჩება", - განაცხადა ზაქარია გვიშიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system