თავში

ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე: ვფიქრობ, იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა

ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე: ვფიქრობ, იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა
ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე: ვფიქრობ, იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა

"ცალსახად ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას," - ამის შესახებ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული "მერსედესის" მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

გიორგი ყიფშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ცანტაზე, რომელიც საქმეში ფიგურირებს.

ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს ადამიანები არიან ვინც ზოგადად დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, კვალი დაეფარათ.

"მაგრამ მე აქ იმ კუთხით არ ვგულისხმობ, რომ ესენი იყვნენ დავუშვათ, სამართალდამცავები, ან ვინმე მსგავსი. მე ამ ეტაპზე ამას საერთოდ გამოვრიცხავ. ცალსახად ჩანთის დადების ნაწილთანაც ვაკავშირებ ამ კვალის დაფარვას, რადგან თუ ეს ჩანთა ზოგადად დადებულია და მე ვფიქრობ, რომ დადებულია, ეს აშკარად არის გაკეთებული უნიჭოდ, რადგან ჩვენ თუ ვამჩნევთ იმას, რომ ეს კითხვისნიშნები არის, შესასბამისად, აშკარად არაპროფესიონალის ნამუშევარია ეს, თუ მართლა ნამუშევარია," - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system