თავში

ადვოკატი: შესაძლოა, გიგი უგულავა დააკავონ

ადვოკატი: შესაძლოა, გიგი უგულავა დააკავონ
ადვოკატი: შესაძლოა, გიგი უგულავა დააკავონ

ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხვას, რომ 10 თებერვალს, როდესაც უზენაესი სასამართლო ე.წ. ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, შესაძლოა, გიგი უგულავა დააკავონ.

ბასილაიას მტკიცებით, არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძისთვის მიცემული აქვთ პოლიტიკური დავალება, გიგი უგალავას დაკავების შესახებ. 

"უზენაეს სასამართლიში უვადოდ განწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება და 10 თებერვალს კოლეგია გაბინაშვილისა და თადუმაძის შემადგენლობით ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე რომ არ მოისმენს გიგი უგულავას ადვოკატისა და გიგი უგულავას პოზიციას, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ საქმეზე, ე.წ ფონდის საქმეზე. ეს არის საქმე, რომელიც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დასრულდა და გიგი უგულავას სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად. დღეს სასამართლომ განაახლა ამ საქმის განხილვა, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ თადუმაძისთვის მიცემული აქვთ დავალება გიგი უგულავას თავისუფლება იყოს აღკვეთილი. ამას გვაფიქრებინებს ის ტენდენციაც, რაც ბოლო პერიოდში გიგის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ გიგის თავს დაესხნენ და ამის გამო მას წაუყენეს ბრალდება, ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ დაჭერები გაგრძელდება“, – განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე პროცედურული თვალსაზრისით სასამართლოს მხრიდან იკვეთება სერიოზული დარღვევები. მისი თქმით, საქმე საკასაციო წესით გასაჩივრებულია 1 წელი, მაშინ როდესაც საჩივრის განხილვის ვადა არის ექვსი თვე. ამასთან, ბასილაიას ცნობით, საქმეს იხილავს მოსამართლე, რომელიც ამავე პერიოდში იყო გენერალური პროკურორი და საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებდა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების საქმეზე, 2019 წლის 5 დეკემბერს სასამართლომ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მოწმის სახით დაკითხა. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები. მისივე თქმით, ლონდონში ყოფნისას მას შავებში ჩაცმულმა კაცმა მუქარის წერილი გადასცა. კაპანაძე ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ გაჩუმებულიყო და უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა.

გამოძიება ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system