თავში

ადვოკატი: თუ ზაზა სარალიძეს შვილის გაყიდვაში ადანაშაულებენ, დაამტკიცონ ეს

ადვოკატი: თუ ზაზა სარალიძეს შვილის გაყიდვაში ადანაშაულებენ, დაამტკიცონ ეს
ადვოკატი: თუ ზაზა სარალიძეს შვილის გაყიდვაში ადანაშაულებენ, დაამტკიცონ ეს

თუ კიდევ გააკეთებენ კომენტარს, რომ ზაზა სარალიძეს თავისი შვილის გაყიდვაში გარკვეული თანხა აქვს მიღებული, ამ სიტყვების დადასტურება მოუწევთ, - ეს განცხადება ე.წ. ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის წინ  დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ გააკეთა. ადვოკატის თქმით ზაზა სარალიძის მიმართ ბინძური ცილისწამება მიმდინარეობს.

„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს თუნდაც მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით და ნამდვილად არ არის ჩვენი პოზიცია, ის რომ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან, მოვისმენთ და შემდეგ მივცემთ შეფასებას. უფრო მეტიც, მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე ზაზა სარალიძეზე მიმდინარეობს უბინძურესი ცილისწამება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კიდევ ვინმე გააკეთებს იმგვარ კომენტარს, რომ რაიმე გარკვეული თანხა აქვს მიღებული თავისი შვილის გაყიდვაში, მას მოუწევს ამ სიტყვების დადასტურება", -განაცახადა ნესტან ლონდარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის მიხეილ კალანდიას მიმართ სასამართლოს განაჩენი შესაძლოა დღევანდელ პროცესზე გამოცხადდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system