თავში

ადვოკატის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე დაკითხული პოლიციელები დაკავებულებს ვერ ცნობენ

ადვოკატის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე დაკითხული პოლიციელები დაკავებულებს ვერ ცნობენ
ადვოკატის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე დაკითხული პოლიციელები დაკავებულებს ვერ ცნობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების: ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელისა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე დაზიანებები მიიღეს. მისივე თქმით, პოლიციელებს დაზიანებები მიღებული აქვთ, თუმცა არც ერთ ბრალდებულს მათთვის დაზიანებები არ მიუყენებია. როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა განუცხადა, მოწმეებმა დაკითხვის დროს დაადასტურეს, რომ ისინი ბრალდებულებს ვერ ცნობენ.

"ტრადიციად იქცა, რომ ბრალდების მხარე წარმოგვიდგენს მოწმეებს, რომლებსაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობასთან შემხებლობა არ აქვთ. აქამდე წარმოდგენილი არც ერთი მოწმე თუ დაზარალებული არ იცნობს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს, არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა იმ ლოკაციაზე, სადაც იყვნენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები. მეტიც, დღეს გაირკვა, რომ ეს ორი პირი, ორი მოწმე 26 მაისის დარბევაშიც ფაქტობრივად იღებდნენ მონაწილებას და იქ იყვნენ და 2007 წლის 7 ნოემბერსაც, ანუ ძალიან ხშირად იღებენ ასეთ პროცესებში მონაწილეებს. როგორც მოწმეებს და დაზარალებულებს, მათ არანაირი შეხება ოთხ ბრალდებულთან არ გააჩნიათ. ამ სამართალდამცველებს სხდადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული, თუმცა არც ერთ ბრალდებულს მათთვის ეს დაზიანებები არ მიუყენებია, რაც დაგვიდასტურეს კიდეც, თვითონ თქვეს, საერთოდ არ გვინახავს ეს ხალხიო", - განაცხადა ადვოკატმა.

მორიგი სასამართლო სხდომა 10 იანვარს, 11:30 საათზე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system