თავში

ადვოკატი: ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან

ადვოკატი: ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან
ადვოკატი: ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან

ეს იყო წინასწარ გაცნობა იმ პოზიციის, რასაც უახლოეს ხანში პროკურატურა იტყვის, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატმა, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

,,საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაც სრულდება. ეს არ იყო საქმის მასალების გაცნობა, ეს იყო უბრალოდ შეხვედრა და წინასწარ გაცნობა იმ პოზიციის, იმ შემაჯამებელი დასკვნების, რასაც უახლოეს ხანში პროკურატურა იტყვის. ეს იყო გასაუბრება, რომელმაც ჩემში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია.

ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად დღეს პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

გუშინ, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system