თავში

შეცვალა თუ არა ახვლედიანმა ჩვენება - ადვოკატის განმარტება

შეცვალა თუ არა ახვლედიანმა ჩვენება - ადვოკატის განმარტება
შეცვალა თუ არა ახვლედიანმა ჩვენება - ადვოკატის განმარტება

„ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. ყველა ჩვენებაში ამბობს, რომ მას მისდევდნენ საცემად", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვახო ახვლედიანის ადვოკატმა განუცხადა. 

მზია ქასრაშვილის თქმით, ვახო ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია და მედიით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. 

„ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. პირველი ჩვენების გაგრძელებაა მეორე ჩვენება. პირველი ჩვენება არის თხრობა, მეორე ჩვენება არის კითხვა-პასუხი, ანუ, ჩვენების დაზუსტება და არა ჩვენების შეცვლა. დეტალურად ამოცნობა შემიძლიაო, არ ამბობს, ისე ამბობს, სიულუეტის ამოცნობა შემიძლიაო. ყველა ჩვენებაში ვამბობთ, რომ მას მისდევდნენ საცემად“, - განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system