თავში

"აღმოჩენილია საიდუმლო გზა" - ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

"აღმოჩენილია საიდუმლო გზა" - ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში
აღმოჩენილია საიდუმლო გზა - ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სოფელ გოლთეთში იპოვეს გზა, რომელიც "ვილა ალგეთს" უერთდება. 

ადვოკატების განცხადებით, დიდი ალბათობით, საკალმახე “ალგეთიდან” ავტომობილი სოფელ მაწევანის ტყეში სწორედ ამ გზით მიიტანეს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნული გზით თავადაც მისულიყო გარდაცვალების ადგილამდე. 

ადვოკატებმა გოლთეთისა და ალგეთის ტერიტორია თავად დაათვალიერეს. მათი მტკიცებით, აღმოჩენილი გზა არის ალტერნატიული გზა ფარული გადაადგილებისთვის, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე არც სათვალთვალო კამერებია და არც ბევრი მაცხოვრებელი. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის თქმით, რომელიც ბაჩალიაშვილების ინტერესებს იცავს, ახალი აღმოჩენა მათი და ოჯახის ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს. 

"მოვიარეთ ყველა გზა და მივაგენით გზას, რომელიც არის ალტერნატიული. რომელზეც შესაძლებელია გაიაროს, როგორც ევაკუატორმა, ისე მსუბუქმა ავტომობილმა. აქ არის გზები, რომელიც სრულდება და აღარ არის გასაგრძელებელი. ორჯერ ასეთ ჩიხში არის თამარი მოხვედრილი და უკან გაბრუნებული. გვაქვს ეჭვი, რომ თამარმა ამ გზაზე ჩამოიარა და შესაძლოა, "ვილა ალგეთამდე" თვითონაც არის ჩასული თავისი მანქანით, ხოლო იქედან, შესაძლოა, წასულიყო შემთხვევის ადგილზე. გვიმყარდება ეჭვები, რომ ყველა იტყუება. ყოველ შემთხვევაში, ვილა ალგეთიდან შესაძლებელია მანქანის მიყვანა შემთხვევის ადგილამდე ისე, რომ კამერამ არ დააფიქსიროს" - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა. 

გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ამ გზის აღმოჩენამ მისი ეჭვები დაადასტურა. 

"დადასტურდა, რომ ამ შავ-ბნელი საქმისთვის არის ეს გზა გამოყენებული. როგორც მითხრეს, აქ მსუბუქ მანქანასაც შეუძლია გაიაროს და ექსკავატორსაც" - განაცხადა თამაზაშვილმა. 

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system