თავში

"აღმოჩენილია სისხლის წვეთები პირბადეებზე, ტელეფონზე, ფეხსაცმელზე, ხალიჩაზე" - ადვოკატი

"აღმოჩენილია სისხლის წვეთები პირბადეებზე, ტელეფონზე, ფეხსაცმელზე, ხალიჩაზე" - ადვოკატი
აღმოჩენილია სისხლის წვეთები პირბადეებზე, ტელეფონზე, ფეხსაცმელზე, ხალიჩაზე - ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების ერთ-ერთი დამცველის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის კვალი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, თუმცა დანარჩენ ნივთებზე აღმოჩენილი სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა.

"აღმოჩენილია ორ პირბადეზე სისხლის წვეთები, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონზე და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ," - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system