თავში

"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო

"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო
აიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო

"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა.

"სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატაიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი ელემენტარული პირობაა მისი განვითარებისთვისა და თვითგრეალიზაციისთვის" – წერია გადაწყვეტილებაში.

ევროსასამართლო პირდაპირ ეხმაურება ლევან მუსერიძის გადაწყვეტილებას:

"სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ეთიკაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების შეხედულება უპირატესია კონვენციისა და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა ღირებულებებზე.

სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისინი, ვინც სარგებლობენ რელიგიის გამოხატვის თავისუფლებით, უნდა შეეგუონ და მიიღონ სხვების უფლება, გააკრიტიკონ ან მტრულად იყვნენ განწყობილნი მათი რწმენის მიმართ" - წერია გადაწყვეტილებაშ

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია "აიისას" დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). ის 500 ლარით დააჯარიმეს და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

საუბარია ორ სხვადასხვა შეფუთვაზე, სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრენდი "აიისა" მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს.

სააპელაციო სასამართლომაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. სააპელაციოში "აიისას" საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომელიც ამბობდა, რომ პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლება არ არის.

სასამართლომ საქმის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაუგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, ქართული იდეის მოთხოვნის საფუძველზე.  თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ "აიისას" არაეთიკური რეკლამა ჰქონდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system