თავში

"აქ რაღაც ხდება" - ადვოკატები სააკაშვილთან ვერ შედიან

"აქ რაღაც ხდება" - ადვოკატები სააკაშვილთან ვერ შედიან
აქ რაღაც ხდება - ადვოკატები სააკაშვილთან ვერ შედიან

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები დილიდან იმყოფებიან, თუმცა პატიმრის მონახულებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, 40 წუთზე მეტია საშვს ელოდებიან იმ ფონზე, როცა სხვა პატიმრების უფლებადამცველები დაწესებულებაში თავისუფლად შედიან.

ბასილაია განმარტავს, რომ საშვის დაშვებას როგორც წესი, მაქსიმუმ 3-5 სჭირდება. ბასილიას თქმით, აღნიშნული შეყოვნება ეჭვებს აჩენს. 

"არ გვაძლევენ შესვლის შესაძლებლობას, საერთოდ საშვი არ გამოუწერიათ, მიზეზსაც კი არ განმარტავენ. მიზეზი რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ მათ არ სურთ ადვოკატები შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და არ ვიცით შიგნით რა ხდება. ნახევარ საათზე მეტი ხნის მანძილზე, როდესაც უბრალოდ საშვის გამოწერას ველოდებით, ჩვენ გვიჩნდება ბევრი კითხვა, რით არის ეს განპირობებული. მათ არ აქვთ ამის კანონიერი უფლება, რომ შეგვაყოვნონ.

ნებისმიერ ადვოკატზე აქ საშვი იწერება 2-3, მაქსიმუმ 5 წუთში, 40 წუთი არ სჭირდება საშვის გამოწერას. აქ რაღაც ხდება და მათ სურთ, დაუსრულებლად გაგვიწელონ და შესაძლებლობები მოგვისპონ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის. ამის გახმაურების შემდეგ, იქნებ როგორმე მოვიდნენ გონებაზე. ეს ყველაფერი ხორციელდება მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ტერორის კონტექსტში. მათ უნდა, იზოლაცია მიხეილ სააკაშვილის იყო უფრო მკვეთრი, მკაფიო", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system