თავში

აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სასამართლო სხდომა გადაიდო

აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სასამართლო სხდომა გადაიდო
აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სასამართლო სხდომა გადაიდო

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის წინასასამართლო სხდომა 21 დეკემბრისთვის გადაიდო.

სასამართლო სხდომის გადადების მიზეზად  დღევანდელი პროცესისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვა დასახელდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობდნენ.

დაცვის მხარე "ქართული ოცნების" დეპუტატების გიორგი ხელაშვილისა და ბექა დავითულიანის გამოიკთხვას მოითხოვს.

ადვოკატი, ბექა ბასილაშვილი ირიბი მტკიცებულებების დაუშვებლობასაც მოითხოვს. მისი თქმით, ამ მტკიცებულებების პირველ წყაროსთან გადამოწმება ვერ მოხერხდება.

ცნობისთვის, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს სასამართლომ 10 000-10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

სამართალდამცველებმა ხუსკივაძე და კობალაძე ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში 7 ნოემბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system