თავში

ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, თუმცა, ბრალდებულის უფლებადამცველი, სოსო ჯალაღონია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

დაზარალებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საია-ს ზუგდიდის ოფისის მენეჯერის, ჯემალ ჭკადუას განცხადებით, ფაქტი 27 ნოემბერს მოხდა. დაზარალებულს ჩვენება სწორედ მისი თანდასწრებით ჩამოართვეს, საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა. 

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურორმა დავით პაპავამ სხდომაზე განაცხადა, რომ ვინაიდან საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება, დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, სხდომა დაიხუროს.

მის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ის საფრთხეს ხედავს, რომ მედიამ შესაძლოა ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელოს.

ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, 5 დეკემბერს დააკავეს. როგორც report.ge-ს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, სამართალდამცველი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატუის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება გაუპატიურების მუხლით (სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიმდინარეობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system