თავში

ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში - რა კადრებს ასაჯაროებს ბრალდებულის ოჯახი - VIDEO

ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში - რა კადრებს ასაჯაროებს ბრალდებულის ოჯახი - VIDEO
ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში - რა კადრებს ასაჯაროებს ბრალდებულის ოჯახი - VIDEO

"ქემრის გაჩერებიდან 2 წუთში ვხედავთ ხიდზე გადამავალ სილუეტებს, ესენი არიან გაგნიძე და რევაზიშვილი. ეს ადასტურებს იმას რომ, ისინი სირბილით კი არ მიყვებიან გაქცეულებს, არამედ, 10-15 მეტრში ჩერდებიან და სწრაფი ნაბიჯით განაგრძობენ სვლას,"- ამის შესახებ Report.ge-ს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმამ განუცხადა.

ვახო რევაზიშვილის თქმით, ის რომ გაგნიძე და რევაზიშვილი ჩერდებიან, ეს კადრებშიც კარგად ჩანს. 

"ხიდის გადაკვეთისთვის ამ ტემპით 2 წუთი და ცოტა მეტი დროა საჭირო. შესაბამისად, სწორედ გაგნიძე და რევაზიშვილი გადადიან მარჯვენა მხარეს და არა ვინმე სხვა. პროკურატურა კი ამტკიცებს იმას, რომ თითქოს მათ გიორგის გზა მოუჭრეს, რაც ამ ვიდეოს გათვალისწინებით, ვერაფრით მოხერხდებოდა.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ქემრის" ეპიზოდი 10 წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხიდის გადასასვლელად 2 წუთი დაჭირდათ გაგნიძეს და რევაზიშვილს, უკვე 8 წუთი გვრჩება და კიდევ ბევრი გზაა გასავლელი. ხიდიდან ფერად შენობასთან მისვლას სულ მცირე წუთი სჭირდება, ფერადი შენობიდან ხიდამდე კი წუთნახევარი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანქანა ფერად შენობასთან ჩერდება, ანუ კიდევ უნდა გამოვაკლოთ ხიდიდან ფერად შენობამდე დრო. გვრჩება სულ 4 წუთი ხევში ჩასასვლელად. მირიან ნიკოლაძეს, რომელმაც კარგად იცოდა გზა, 2 წუთი დაჭირდა ჩასარბენად, და ამოსვლას სულ კიდევ უფრო მეტი დრო ხომ სჭირდება? და რა გამოდის, რომ ცემისთვის მდინარეში გადაგდებისთვის და ჩანთის დადებისთვის დრო საჭირო საერთოდ არაა? ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამირხანაშვილია ამოსაყვანი და მანქანაში, მისივე თქმით, იძულებით ჩასასმელი.

ამას გარდა, ჩვენ ვხედავთ კადრებში, რომ ქამრიში ჩაჯდომის დროს ორი კარი იღება და შიგ სულ მცირე ორი ადამიანია, და თუ ერთისთვის ეს ალიბია, რომ 109-ე მუხლი არ წაეყენება, მაშინ დანარჩენი 5-დან ყველას რა ლოგიკით წაუყენეს ბრალი? დასკვნა ერთია,  პროკურატურის ვერსია მცდარია და ეს დასტურდება ამ კადრებით,"- განაცხადა ვახო რევაზიშვილმა.

ბრალდებულის ძმამ Report.ge-ს მიაწოდა კადრები, სადაც ასახულია "ქემრიში" მყოფი პირების, კონკრეტულად კი გაგნიძის და რევაზიშვილის გადაადგილება, რაზეც თავად, ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა საუბრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system