თავში

ახალი ლოკაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - ადვოკატებმა ექსპერიმენტი დაგეგმეს

ახალი ლოკაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - ადვოკატებმა ექსპერიმენტი დაგეგმეს
ახალი ლოკაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - ადვოკატებმა ექსპერიმენტი დაგეგმეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება. "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის მტკიცებით, მას შეერთებულ შტატებში მყოფმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ადგილი, სადაც 23 წლის პროგრამისტი თავდაპირველად დაიბარეს, "ვილა ალგეთის" ტერიტორიაა. 

საქმის ადვოკატები "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას საკუთარი ინიციატივით გეგმავენ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის თქმით, პროკურატურას "ალგეთის" შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა, აქვს და არ გამორიცხავს, რომ ტერიტორიაზე კვალი წაეშალათ.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system