თავში

ახალშობილის გაყიდვისთვის დაკავებული დედა და 6 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

ახალშობილის გაყიდვისთვის დაკავებული დედა და 6 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
ახალშობილის გაყიდვისთვის დაკავებული დედა და 6 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებული დედა, ორი ექიმი და კიდევ 4 პირი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცლოდ გათავისუფლდნენ. აღნიშნული ინფორმაცია report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, დავით გოგოლაშვილმა დაუდასტურდა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაკავებულ 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 თებერვალს შეეფარდა, თუმცა გირაოს ოდენობას საგამოძიებო სამსახურში არ აკონკრეტებენ. 

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. მათ შორის ბავშვის დედა, რომელიც ორსულობის დროს კლინიკაში სხვა სახელით და გვარით დარეგისტრირდა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი, რომლებმაც ბავშვის შეძენის მსურველი პირი მოიძიეს და მას 13000 $ მოსთხოვეს. დაკავებულთაგან, ერთ - ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

საგამოძიებო სამსახურმა, ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, 6 თებერვალს, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. დაბაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 14-დან 17-წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system