თავში

,,ახლა გავიგე, დაკრძალვაზე იყო ვიღაც ბიჭი მოსული..." - ბაჩალიაშვილის დედა

,,ახლა გავიგე, დაკრძალვაზე იყო ვიღაც ბიჭი მოსული..." - ბაჩალიაშვილის დედა
,,ახლა გავიგე, დაკრძალვაზე იყო ვიღაც ბიჭი მოსული... - ბაჩალიაშვილის დედა

,,მე ახლა გავიგე, აქ იყო ვიღაც ბიჭი და სერიოზული ურთიერთობები ჰქონდათო, აქ იყო დაკრძალვაზე," - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა. 

როგორც ,,მთავარი აქცენტებში" ბაჩალიაშვილის მშობლებმა განაცხადეს, თამარს მათთვის პირადი ურთიერთობის შესახებ არაფერი უთქვამს. მათივე ინფორმაციით, ეს თამარისთვის მნიშვნელოვანი არ იყო და სულ სხვა მიზნები ჰქონდა, რომელიც კარიერას უკავშირდებოდა.

,,ვეკითხებოდი, ვეხუმრებოდი კიდეც, დედიკო უკვე ისეთ ასაკში ვარ, შვილიშვილი მენატრება-მეთქი და მპასუხობდა, აგერ ბიჭი გყავს და იმას უთხარიო. ხომ იცი მე რამხელა ამბიციები მაქვსო და მწვერვალებს სანამ არ დავიპყრობ, ოჯახის შექმნაზე არ ვიფიქრებო - მპასუხობდა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system