თავში

აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა

აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა
აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე  ბრალდებულმა აკო ჭელიძემ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა. 

ჭელიძე თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. ის ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორკი კავილაძეს, ის თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ცნობისთვის, ვერაზე, 2021 წლის 15 სექტემბერს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი 22 წლის ნიკა კვარაცხელია დაჭრეს.

ის ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. კვარაცხელიას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს დააკავეს.

აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system