თავში

,,მამის უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ" - 11 წლის ბიჭის და

,,მამის უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ" - 11 წლის ბიჭის და
,,მამის უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ - 11 წლის ბიჭის და

თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭის დას ეჭვი აქვს, რომ მის ძმას თავი არ მოუკლავს და ბავშვი მამას შემოაკვდა. 

ახალგაზრდა ქალი მამისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. 

,,თუკი ჩემმა ძმამ თავი საკუთარი ხელით ჩამოიხრჩო გამოდის, რომ 11 წლის ბავშვი მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. მამის უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ. ბავშვი მიწაში ჩადო, მიიყვანა თვითმკვლელობამდე და 2-დან 4 წლამდე სასჯელი არაფერია. მაშინ მე მოვკლავ ჩემი ხელით, მე გამოვუტან მამაჩემს განაჩენს და მე ჩავჯდები 2 და 4 წელი", - განაცხადა გარდაცვლილის დამ.

ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. 24 აგვისტოს შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system