თავში

ამ გოგოს თამართან საკმაოდ საინტერესო საუბრები აქვს - რამიშვილი

ამ გოგოს თამართან საკმაოდ საინტერესო საუბრები აქვს - რამიშვილი
ამ გოგოს თამართან საკმაოდ საინტერესო საუბრები აქვს - რამიშვილი

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს, ბაჩალიაშვილის საქმის ახალი მოწმის გამოკითხვის შუამდგომლობით, მაგრამ მათ მოწმის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა სურთ და მე საქმის გაჭიანურებაში მადანაშაულებენ - ამის შესახებ Report.ge-ს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის წარმომადგენლები მოწმის ბებიის თანდასწრებით გამოკითხვას აპირებენ, რაც არ შეიძლება, რადგან ის კანინიერი წარმომადგენელი არ არის. 

რამიშვილის თქმით, ახალ მოწმეს თამარ ბაჩალიაშვილთან ძალიან საინტერესო მიმოწერები აქვს და პროკურატურა ცდილობს ყველაფერი სხვანაირად შემოატრიალოს. 

"პროკურატურამ სასწრაფო წესით მიმართა სასამართლოს, რომ ამ გოგოს გამოკითხვა უნდათ სასამართლოს მეშვეობით. მე მათ ვუთხარი, რომ ამ გოგოს დავიცავ და მისი დაკითხვა ჩემი თანდასწრებით მოხდებოდა, მე ჩავედი მასთან, ეს გოგო ჩამოვიყვანე, დღეს სამწუხაროდ არ მცალია და მიუხედავად ამისა, მათ მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს დღეს დაეკითხათ ეს გოგო. პოროკურატურის წარმომადგენლები წავიდნენ, მოყავთ ბებია, რათა მისი თანდასწრებით დაკითხონ, მაგრამ ბებიას არ აქვს უფლება, რადგან არ არის კანონიერი წარმომადგენელი.

ასევე მიწერეს მოსამართლეს, რომ  ადვოკატი საქმეს აჭიანურებს, მაგრამ მე არაფერს არ ვაჭიანურებ. ისინი ოჯახის წევრებზე ახორციელებენ ზეწოლას და ეუბნებიან, რომ სამუდამო პატიმრობაში გაუშვებენ ამ გოგოს. ამასთან, ტელეფონზე შუამდგომლობა, რომ დააყენეს სასამართლოში, ის კი არ მოითხოვეს, რომ გადაემოწმებინათ, თამართან ჰქონდა თუ არა მიმოწერა , ამოწმებენ თეონასთან თუ აქვს კომუნიკაცია. ანუ ცდილობენ დაადგინონ, თეონამ ხომ არ მისცა შეკვეთა, რომ სქრინების ფალსიფიცირება გაეკეთებინა. ამ გოგოს თამართან საკმაოდ საინტერესო საუბრები აქვს და მათ უნდათ, რომ ყველაფერი სხვანაირად შემოატრიალონ", - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომლის მტკიცებითაც თამარი მას სთხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართებოდა, დედამისისთვის მიეხედა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა და დაშინება მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ კი მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system