თავში

დეპუტატის შვილი და კიდევ 5 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დეპუტატის შვილი და კიდევ 5 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
დეპუტატის შვილი და კიდევ 5 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

,,ქართული ოცნების" დეპუტატის შვილი, დავით კობალაძე და მასთან ერთად დაკავებული 5 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 პირს ბრალდება ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აქვთ წარდგენილი.

კერძოდ კი, 2020 წლის 24 ივნისს, თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ.

სამართალდამცველებმა ექვსი პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system