თავში

ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე - თიკა მახალდიანი დედის მკვლელობის შესახებ

ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე - თიკა მახალდიანი დედის მკვლელობის შესახებ
ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე - თიკა მახალდიანი დედის მკვლელობის შესახებ

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ დედის, თამუნა ანთელავას მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც თიკას ოჯახის წევრები და ადვოკატები არ დაუშვეს.

“ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, დღეს სასამართლოზე არ დაუშვეს არც ჩემი მეუღლე, არც დეიდაშვილი და არც ჩვენი ადვოკატი, არ ვიცი მოიგონეს თუ მართლა პანდემიის გამო, სხვაგან ყველგან გამოტენილია ხალხით, სადაც არ უნდა გაიხედო, ამ პანდემიამ დაგვღუპა და სახლში გამოკეტვამ ზუსტად! ამდენი ხანი რატომ არ გამოაქვს განაჩენი სასამართლოს, ძაან მაინტერესებს ??

რას ელოდებიან? რით ვერ დამთავრდა 6 თვე გახდება მალე, რატო წელავენ ?? რამე ისე რო არ მოხდეს, რასაც ველოდებით, წარმოდგენაც არ მინდა მარტო მე რასაც ვიზამ! მკვლელი დაისაჯოს სათანადოდ” - წერს მომღერალი. 

შეგახსენებთ, თიკა მახალდიანის დედა, აღდგომის ღამეს საკუთარ სახლში, ნასვამი პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარუდგინა. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე, როდესაც, პოლიციელის მხრიდან, საკუთარი სახლის აივნიდან განხორციელებულ გასროლას, 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისის პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს თავდაპირველად ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე წარუდგუნა, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა აღნიშნული ბრალი გადაკვალიფიცრდა.

პროკურატურის ცნობით, პოლიციელის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან თხუთმეტ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system