თავში

ამირხანაშვილმა დარეკვა მთხოვა - რას ჰყვება პირი, რომელიც 19 ივნისის კადრებში ჩანს

ამირხანაშვილმა დარეკვა მთხოვა - რას ჰყვება პირი, რომელიც 19 ივნისის კადრებში ჩანს
ამირხანაშვილმა დარეკვა მთხოვა - რას ჰყვება პირი, რომელიც 19 ივნისის კადრებში ჩანს

შინაგან საქმეთა სამინისტროში19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ლაშა ლურსმანაშვილის გამოკითხვა დასრულდა.

ლურსმანაშვილი მედიასთან ადასტურებს, რომ თავად არის ის თეთრპერანგიანი პირი, რომელიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს.

პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, შაქარაშვილის მეგობარსა და საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს.

მისი თქმით, თბილისში პირად საქმეზე ჩამოვიდა და არასწორ ადგილას მოხვდა, ამირხანაშვილმა კი მას დარეკვა სთხოვა.

"ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ის საგამოძიებო უწყების კითხვებს თითქმის, 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს და მას 4 წუთის განმავლობაში ესაუბრება. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი "თეთრპერანგიან" პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system