თავში

ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ანა სუბელიანის
ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს სასამართლომ აღმკვეთი ღოსნიზების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

სასამართლო სხდომას არ ესწრება თავად დაზარალებული ანა სუბელიანი. 

სხდომათა დარბაზში  8 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა ბრალდებულმა  შალვა შევარდნაძემ. ბრალდებულის თქმით, პოლიციის კორდონს მიღმა ანა სუბელიანი და მისი მეგობარი შეგნებულად გადმოვიდნენ აქტივისტების მხარეს და სწორედ მათმა შეძახილებმა და აქტივისტების მიმართ ცინიკურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მისი აგრესია, თუმცა, მისი თქმით, სამიზნედ სუბელიანის თანმხლები პირი იყო. 

შეგახსენებთ, რომ შალვა შევარდნაძეს ბრალი 118-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system