თავში

"ანას ბაღთან" აქციაზე დაკავებულებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ

"ანას ბაღთან" აქციაზე დაკავებულებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ
ანას ბაღთან აქციაზე დაკავებულებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

მოსამართლემ სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო“ ჰოლდინგის სამ თანამშრომელს 700-ლარიანი, ხოლო აქციის მონაწილეს 900 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

სასამართლო, ამ წუთებში, კიდევ ორი დაკავებულის საკითხზე მსჯელობს. 

ცნობისთვის, ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია 10 იანვრიდან განაახლეს, ისინი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

გასულ კვირას, აქციაზე დაპირისპირებისას 10 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვენენ, როგორც აქციის მონაწილეები ისე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.

4 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავსუფლდა. რაც შეეხება აქციის დროს დაკავებულ ექვს პირს, მათი სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო და დღეს განახლდა.

აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადგილობრივები ,,ანას ბაღის" ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვეა მართავენ. სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ მშენებლობისთვის საბუთები წესრიგში აქვთ და მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი კი აცხადებს, რომ მშენებლობა მხოლოდ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი და უშუალოდ ბაღს არ ეხება. მისივე თქმით, ანას ბაღის გაფართოება და კეთილმოწყობა იგეგმება. ელოშვილის ინფორმაციით, ინვესტორი თანახმაა, „ანას ბაღს“, რომელიც 300 კვადრატია, დამატებით 200 კვადრატი ტერიტორია გადასცეს, ხოლო თავის მხრივ, გამგეობა ბაღს 300 კვადრატულს დაუმატებს. გარდა ამისა, ილია ელოშვილის განმარტებით, ინვესტორი, ასევე, „ანას ბაღის“ თავიდან სრულად კეთილმოწყობას დათანხმდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system