თავში

"ანას ბაღთან" დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვარს გაიმართება

"ანას ბაღთან" დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვარს გაიმართება
ანას ბაღთან დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვარს გაიმართება

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვარს გაიმართება. პროცესის გადადების შუამდგომლობა ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ფხალაძის ადვოკატმა დააყენა. მიზეზად მან დროის სიმცირე დაასახელა, რის გამოც, მისი თქმით, მტკიცებულებების მოპოვების საშუალება არ მიეცა. გარდა ამისა, ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 

პროცესის გადადებას არ ეთანხმებოდა კომპანიის დაკავებული სამი თანამშრომელი. მათი განცხადებით, ადვოკატს მტკიცებულების მოსაპოვებლად საკმარისი დრო ჰქონდათ.      

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები საპროტესტო აქციას დილიდან მართავდნენ, ისინი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. 

აქციაზე სულ 10 პირი დააკავეს. ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. დაკავებული არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები. 

აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადგილობრივები ,,ანას ბაღის" ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვეა მართავენ. სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ მშენებლობისთვის საბუთები წესრიგში აქვთ და მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system