თავში

ნიკა მელიას ,,ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ნიკა მელიას ,,ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
ნიკა მელიას ,,ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა ბრალდებული ნიკა მელია.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2012 წელს წაუყენეს. ნიკა მელია მაშინ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა.

გამოძიება მელიასა და ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვას ედავება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system