თავში

ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

მას ბრალად ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ბრალდების მხარე ხუთდღიან პატიმრობას ითხოვდა, თავად რობაქიძემ კი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წამლებზეა დამოკიდებული. 

დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავდა. როგორც დაკავებულმა სხდომაზე განმარტა, არც საქმეს გასცნობია და სასამართლომდე არც ოქმი დაკავების ოქმი გადასცემია, რომლის მიხედვითაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.

ცნობისთვის, სხდომაზე რობაქიძემ თქვა, რომ ანრი ოხანაშვილს დიდი ხანია, იცნობს.  თავად დეპუტატი კი გუშინ, ინციდენტის შემდეგ, ამბობდა, რომ მას უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა. დაკავებულმა დაადასტურა ანრი ოხანაშვილის ვერსია და აღნიშნა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. 

ვიცნობ დიდი ხანია ამ პიროვნებას და არ ვიცი, რატომ თქვა, რომ არ მიცნობს. კაფეში ბავშვებთან ერთად შესვლის დროს მივესალმე და შემდეგ გამოველაპარაკე. ამის მერე წავედი, დავჯექი ჩემს მაგიდასთან, არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში. ეს ადამიანი ადგა და წავიდა. მერე მოვიდა პოლიცია. იმის მხრიდანაც იყო ჩემს მიმართ ხმამაღალი საუბარი. პოლიციას ვთხოვე, არაფერი მომხდარა და არ გადამიყვანოთ-თქო, ბოდიშს მოვუხდი ამისთვის. ამ პიროვნების მიმართ პროტესტი ჩემმა ნასვამობამ გამოიწვია. სხვარაფერი ყოფილა.  ბავშვები მარტო მყავდა ჩამოყვანილი ბაკურიანში, არ გაითვალისწინა პოლიციამ ჩემი თხოვნა და მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გამო დამაკავა. ახლაც არ ვიცი, სად არიან ბავშვები. მითხრეს, რომ მეგობარმა წაიყვანა“, – ასე განმარტა რობაქიძემ.

ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ვახტანგ რობაქიძე "ქართულ ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. ის 2019 წელს, რიგგარეშე არჩევნებში ზესტაფონის რაიონის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს. 

ამჟამად ის მოძრაობა "ლელოს" წევრია. აღნიშნული ინფორმაცია დღეს მამუკა ხაზარაძემაც დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system