თავში

ანრი ოხანაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტებს ქარტიაში საქმე მოუგო

ანრი ოხანაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტებს ქარტიაში საქმე მოუგო
ანრი ოხანაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტებს ქარტიაში საქმე მოუგო

დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტების მიხეილ სესიაშვილისა და ჟანა აკოფშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განცხადება შეიტანა. მან თქვა, რომ გასული სიუჟეტით მის მიმართ ქარტიის ორი პრინციპი დაირღვა: ინფორმაციის სიზუსტე და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება. 

"გავრცელებულ სიყალბეს, თითქოს სახელმწიფომ ჩემს სიმამრს მიზერულ ფასად გადასცა 80 ჰექტარი მიწა ჩემი დეპუტატობის პერიოდში.2021 წლის 10 აპრილს გამოვეხმაურე.

ტყუილის გამოსააშკარავებლად - რომ სახელმწიფოსგან მე და ჩემს ოჯახს არანაირი მიწის ნაკვეთი არ მიგვიღია არც მიზერულ ფასად და არც უსასყიდლოდ - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მივმართე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქმეზე ჩატარებული განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები დაარღვიეს, რაც გულისხმობს, რომ ეთერში გასული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და შეიცავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ნიშნებს. მათ ასევე, არ შეასწორეს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია.

ანრი ოხანაშვილი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system