თავში

"არ შეესაბამება სიმართლეს" - სასამართლო განცხადებას ავრცელებს

"არ შეესაბამება სიმართლეს" - სასამართლო განცხადებას ავრცელებს
არ შეესაბამება სიმართლეს - სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია "ფორმულას" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მედია საშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია "ფორმულას" სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ "ფორმულას" მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია "ფორმულამ".

ასევე, "ფორმულას" საქმეზე განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ხელისუფლებას მოუწოდა ტელეკომპანიას საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებით, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი კრიტიკულ ტელევიზიაზე ზეწოლას ისახავს მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system