თავში

"არ ვაღიარებ" - მიხეილ სააკაშვილი

"არ ვაღიარებ" - მიხეილ სააკაშვილი
არ ვაღიარებ - მიხეილ სააკაშვილი

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისას განაცხადა. 

7 ნოემბრის საქმეს დღეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

მოსამართლეებმა მიხეილ სააკშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით წყლის მიღების უფლება მისცეს, რისთვისაც ბრალდებულმა მათ მადლობა გადაუხადა. 

„მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“ - თქვა ექსპრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ხმაური და დაპირისპირებაა სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე, მათ დღეს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლება არ ეძლევათ. აქტივისტები სასამართლოს ღობესა და დაცვის სამსახურის ჯიხურზე განთავსდნენ, რასაც სამართალდამცეველებთან დაპირისპირება მოჰყვა. მათ ჩამოსაყვანად პოლიციამ ე.წ წიწაკის სპრეიც გამოიყენა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ისინი დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ.

აქციაზე დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, ასევე, დაკავებულია გიგი უგულავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system