თავში

არ ვამბობ, რომ ეს საქმე ხუთ კაცზე დამთავრდება - ვახტანგ გომელაური ლექსო ლაშქარავას საქმეზე

არ ვამბობ, რომ ეს საქმე ხუთ კაცზე დამთავრდება - ვახტა
არ ვამბობ, რომ ეს საქმე ხუთ კაცზე დამთავრდება - ვახტანგ გომელაური ლექსო ლაშქარავას საქმეზე

"გამოძიება შემსრულებლიდან იწყება და შემდეგ უნდა აყვეს ზევით" - შინაგან საქმეთა მინისტრმა ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება მუშაობს იმისათვისაც, რომ სამომავლოდ ამ თავდასხმის ორგანიზატორებიც დაისაჯონ. 

ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გამოძიება რამდენიმე მუხლითაა დაწყებული მათ შორის ძალადობისკენ მოწოდების შინაარსითაც. 

"ჩვენ ჩავატარეთ 18 ადამიანის ჩხრეკა. ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის ტექნიკა. ეს არის დასამუშავებელი მასალა. დავკითხეთ ეს ადამიანები, კიდევ ვაპირებთ დაკითხვებს, ვმუშაობთ. აქ არის [5 ივლისის ძალადობრივ აქტებში მონაწილე] ასობით ადამიანზე საუბარი და რთულია, რა თქმა უნდა. 

ლექსო ლაშქარავას ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული. კადრები სამწუხაროდ არ იძლევა საშუალებას, რომ გაიშიფროს, ამოცნობაზეც გვყავდა ჟურნალისტი, მაგრამ მან თქვა, რომ ესენი იქ არ ყოფილან ან თქვა, რომ არ დაურტყამთ, არ იყვნენ ფიზიკურ ძალადობაში ჩართული. ვმუშაობთ ამ თემაზე და არ ვამბობ, რომ ეს საქმე ხუთ კაცზე დამთავრდება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system