თავში

"არ ვითხოვ მათ გაშვებას საპატიმროში" - ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების საქმეზე დაიკითხა

"არ ვითხოვ მათ გაშვებას საპატიმროში" - ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების საქმეზე დაიკითხა
არ ვითხოვ მათ გაშვებას საპატიმროში - ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების საქმეზე დაიკითხა

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე და დამფუძნებელი ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე დღეს პირველად დაიკითხა. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქმეზე ბრალდებულების ციხეში გაშვების წინააღმდეგია.

"ის ადამიანები ვინც დღეს პასუხისგებაში არიან მიცემული, ისე რომ არც ესმით და არც ჰქონდათ განზრახვა ამის, მათ მიმართ მე მქონდა ჰუმანური დამოკიდებულება. მე ვთქვი რომ მათ მიმართ სასამართლო უნდა იყოს ლმობიერი და არ ვითხოვ მათ გაშვებას საპატიმროში", - აცხადებს ბესელია.

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური და მორალური ტერორის უკან კობახიძე-ზარდიაშვილი იდგნენ.

"ეს მორალური ტერორი, რაც მაშინ მოაწყეს ჩემ მიმართ, იყო სწორედ სასამართლოს თავისუფლებისთვის. 

ეს კლანი ალბათ მიდის იმ ადამიანებთან, ვინც პირდაპირ კავშირში იყო მოსამართლეთა იმ ათკკაციანი სიის არჩევის ლობირებასთან. ეს შეიძლება იყოს კლანი, რომელიც ძალიან გავლენიანია. მასთან დაკავშირებული ადამიანები "ქართული ოცნებიდან" რომლებიც ლობირებდნენ ამ სიას. ამ სიას ღიად ლობირებდა კობახიძე-ზარდიაშვილი მათ ამ სიის გატანა უნდოდათ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system