თავში

არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - ფურცხვანიძე

არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - ფურცხვანიძე
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - ფურცხვანიძე

დავით ფურცხვანიძის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მან მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

როგორც ფურცხვანიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, მან წყაროს დასახელებაზე უარი უსაფრთხოების მოტივით განაცხადა. 

“ის, რომ მე არ დავასახელებ კონკრეტულ წყაროს, არ ნიშნავს თანამშრომლობის უარყოფას. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მიღებულია არაოფიციალური გზით. ამიტომ წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ. დღეს გამოკითხვა არ შედგა, ჩემი მოთხოვნით გამოკითხვა შედგება მაგისტრატი მოსამართლის თანხლებით. ახლა არაფერი არ მომხდარა, გავისაუბრეთ უბრალოდ და რა დროც დასჭირდა ოქმის შედგენას, ის დრო დავყავი პროკურატურაში“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა ფოტომასალების წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე, რის გამოც ხვალ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა.

ბრიფინგის პარალელურად ადვოკატმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მას ეს კადრები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system