თავში

,,არასრულწლოვანთა განრიდების მაჩვენებელი გაზრდილია" - შოთაძე

,,არასრულწლოვანთა განრიდების მაჩვენებელი გაზრდილია" - შოთაძე
,,არასრულწლოვანთა განრიდების მაჩვენებელი გაზრდილია - შოთაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

მისი თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში უწყებამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის დანერგვის მიზნით.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტური გამოყენებაა. ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მაჩვენებელი, რაც არასრულწლოვნის საჭიროებებზე ორიენტირებას და პროცესში დაზარალებულის აქტიურ მონაწილეობას უწყობს ხელს“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. 

„განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი განრიდების ხელშეკრულების პირობების დარღვევა და განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელია. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, განრიდებული 298 არასრულწლოვნიდან მხოლოდ 6-მა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system