თავში

არასრულწლოვან ზ.ხ-ს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია შაქარაშვილთან - ადვოკატი

არასრულწლოვან ზ.ხ-ს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია შაქარაშვილთან - ადვოკატი
არასრულწლოვან ზ.ხ-ს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია შაქარაშვილთან - ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

როგორც ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს.

,,არასრულწლოვანმა მიმართა სასამართლოს, ისარგებლა მან საბოლოო სიტყვის უფლებით და განაცხადა, რომ თვალით არ უნახავს მას გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი. მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია შაქარაშვილთან და ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ მან რაიმე სახის დაზიანებები მიაყენა და შემდეგ უკვე წყალში ჩააგდო. ეს ყველაფერი არის აბსურდი და აქედან გამომდინარე, მანაც გამოთქვა იმედი, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ და ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება გამამართლებელი განაჩენი",- განაცხადა ზ.ხ-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system